Accessibility links

ავღანეთში ცნობილი პარლამენტარი ქალი გადაურჩა თვითმკვლელის იერიშს


ავღანეთის პოლიციის თანახმად, კვირას ცნობილი პარლამენტარი ქალი გადაურჩა თვითმკვლელის იერიშს. აფეთქების შედეგად, რომელიც ქაბულში, პარლამენტის შენობასთან მოხდა, სამი გამვლელი დაიღუპა. შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლის თქმით, პარლამენტის დეპუტატი შუქრია ბარაკზაი მსუბუქად დაშავდა. თავდასხმის შედეგად ოცამდე ადამიანი დაიჭრა. ბარაკზაი ქალთა უფლებების აქტიური დამცველი და პრეზიდენტ აშრაფ ღანის თანამებრძოლია.

XS
SM
MD
LG