Accessibility links

თეირანში ათასობით ადამიანი შეიკრიბა ირანელი პოპვარსკლავის, მორთეზა ფაშაეის დაკრძალვაზე


კვირას თეირანში ათასობით ადამიანი შეიკრიბა ირანელი პოპვარსკლავის, მორთეზა ფაშაეის დაკრძალვაზე. 30 წლის ფაშაეი 14 ნოემბერს კუჭის კიბოთი გარდაიცვალა თეირანის საავადმყოფში. მიუხედავად ავადმყოფობისა, რომლის დიაგნოზი 2013 წლის სექტემბერში დაუსვეს, მომღერალი აქტიურად აგრძელებდა მოღვაწეობას. ირანის მედიის ცნობით, ფაშაეის დაკრძალვა რამდენიმე საათით გადაიდო სამგლოვიარო ცერემონიაზე თავმოყრილი ხალხის დიდი რაოდენობის გამო.

XS
SM
MD
LG