Accessibility links

logo-print

სასამართლომ 12 წლით პატიმრობა მიუსაჯა ემზარ კვიციანს


კოდორის ხეობის ყოფილ რწმუნებულს ემზარ კვიციანს 12 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა გალი-გულრიფშისა და ოჩამჩირე-ტყვარჩელის რაიონულმა სასამართლომ, რომელიც ამჟამად ზუგდიდის საქალაქო სასამართლოს შენობაში ფუნქციონირებს. მას სამხედრო ამბოხების ორგანიზების ბრალდება საქართველოს წინა ხელისუფლების მმართველობისას წარედგინა, წინასწარი პატიმრობა დაუსწრებლად ჰქონდა შეფარდებული და 2006 წლიდან იძებნებოდა. საქართველოში წელს თებერვალში დაბრუნებული ემზარ კვიციანი თბილისის აეროპორტშივე დააკავეს. ადვოკატ რევაზ კახნიაურის შეფასებით, ემზარ კვიციანი, რომელსაც სააკაშვილის მმართველობისას „საქმე შეუკერეს,“ საქართველოს დღევანდელმა ხელისუფლებამაც გაიმეტა. კვიციანის ადვოკატი ზუგდიდის საქალაქო სასამართლოს განაჩენს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებს.

XS
SM
MD
LG