Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბარაკ ობამამ დაადასტურა კესიგის სიკვდილი და მკვლელობას „ნამდვილი ბოროტება“ უწოდა


აშშ-მა შტატებმა დაადასტურა ჰამანმიტარული ორგანიზაციის თანამშრომლის, პიტერ კესიგის, იგივე აბდულ-რაჰმან კესიგის, სიკვდილი მას მერე, რაც დაჯგუფება ისლამური სახელმწიფოს მიერ გამოქვეყნდა ვიდეოჩანაწერი, რომელზეც ამერიკის მოქალაქისთვის თავის მოკვეთის სცენა იყო გადაღებული. „აბდულ-რაჰმანი ჩამოგვაშორეს ქმედებით, რომელიც „ნამდვილი ბოროტებაა“. ის ჩაიდინა ტერორისტულმა ორგანიზაციამ, რომელიც მსოფლიოში სამართლიანად ასოცირდება არაადამიანურობასთან“, თქვა ობამამ „ეარ ფორს პირველის“ ბორტზე, როცა ის აზიაში ტურნედან ჩამშობლოში ბრუნდებოდა. მან თანაგრძნობა და სამძიმარი გამოუცხადა კესიგის მშობლებს და ნათესავებს. 26 წლის კესიგი აშშ-ის არმიის რეინჯერი იყო. მან ისლამი მიიღო და სირიის სამოქალაქო ომის მსხვერპლთ ეხმარებოდა, როცა გასულ წელს ჩავარდა ტყვედ.

XS
SM
MD
LG