Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთი ადასტურებს პოლონელი და გერმანელი დიპლომატების გაძევებას


რუსეთმა განაცხადა, რომ ქვეყნიდან გააძევა ერთი გერმანელი და რამდენიმე პოლონელი დიპლომატი რუსი დიპლომატების ამასწინანდელი გაძევების საპასუხოდ. 17 ნოემბრის განცხადებაში რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო პოლონელ დიპლომატებს მათი სტატუსისთვის შეუფერებელ საქმიანობაში ადანაშაულებს. ამ ფორმულირებას ჯაშუშობის სინონიმად იყენებენ ხოლმე. არ არის ცნობილი, რატომ გააძევეს ვარშავიდან რუსი დიპლომატები. პოლონეთის ხელისუფლებმა არამეგობრული და დაუსაბუთებელი ნაბიჯი გადადგეს, ნათქვამია კრემლის განცხადებაში, და ამის გამო, რუსეთმა მიიღო შესაბამისი ზომები და პოლონელმა დიპლომატებმა დატოვეს რუსეთის ტერიქტორია მათი სტატუსისთვის შეუფერებლი საქმიანობის გამო, წერია დოკუმენტში. გერმანელი დიპლომატის თაობაზე სამინისტრო აცხადებს, რომ მისი გაძევება მოხდა ბერლინის არამეგობრული ნაბიჯის საპასუხოდ, როცა გერმანია დაატოვებინეს რუს დიპლომატს. რუსეთსა და ევროკავშირის ქვეყნებს შორის ურთიერთობა დაიძაბა ბრიუსელის მიმართ რუსეთისთვის სანქციების დაწესების გამო, როცა რუსეთმა ყირიმის ანექსია მოახდინა.

XS
SM
MD
LG