Accessibility links

logo-print

ევაკუირებულია ბრიტანეთის პარლამენტის ნაწილი


ბრიტანეთის პარლამენტის ნაწილი ევაკუირებულია საეჭვო პაკეტის ნახვის გამო, იტყობინება როიტერსის სააგენტო ლონდონის პოლიციის ცნობაზე დაყრდნობით. ევაკუირებულია შენობა, რომელშიც კანონმდებელთა და მათი თანამშრომლების ოფისებია განთავსებული და რომელიც პარლამენტის პალატების შენობის წინ მდებარეობს, უესტმინსტერის მეტროს სადგურის თავზე. პოლიციის თანახმად,მეტროს სადგური დაკეტილია.

XS
SM
MD
LG