Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ისლამური სახელმწიფოს მკვლელებს შორის ფრანგი და ბრიტანელი იყვნენ


საფრანგეთის შინაგან საქმეთა მინისტრის თქმით, „ექსტრემისტული გაერთიანების, ისლამისტური სახელმწიფოს მებრძოლებს შორის, რომლებმაც სიკვდილით დასაჯეს მძევლები, დიდია შესაძლებლობა, რომ საფრანგეთის მოქალაქეა. ბერნარ კაზნევის თქმით, საფრანგეთის დაზვერვამ გააანალიზა ვიდეო ჩანაწერები და გამოთქვა აზრი, რომ დიდია შესაძლებლობა, რომ საფრანგეთის მოქალაქემ მიიღო უშუალო მონაწილეობა ამ საზარელ დანაშაულში. მინისტრის თანახმად, ლაპარაკია მაქსიმ ოშარზე, რომელიც წელს გაემართა სირიაში. საფრანგეთის მოქალაქეები სირიაში და ერაყში მოქმედი „ევროპელი ჯიჰადისტების“ უდიდეს ჯგუფს წარმოადგენენ. ბრიტანეთში, კარდიფის მცხოვრებმა აჰმედ მუთანამ „დეილი მეილს“ უთხრა, რომ მისი შვილი, 20 წლის ნასერი აღმოჩნდა ჯიჰადისტებს შორის, რომლებიც ვიდეოზე ჩანან.

XS
SM
MD
LG