Accessibility links

logo-print

ევროკავშირის მინისტრები უკრაინელ პრორუსულ სეპარატისტებს ახალ სანქციებს დაუწესებენ


ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრებმა ბრიუსელში 17 ნოემბერს შეკრებისას შეთანხმებას მიაღწიეს, რომ საჭიროა მეტი სანქციების დაწესება პორუსული სეპარატისტებისთვის აღმოსავlეთ უკრაინაში. მინისტრებმა ითხოვეს წინადადებები, რათა მეტი უკრაინელი სეპარატისტის გვარი შეიტანონ სიაში თვის ბოლომდე. ამ ნაბიჯის მიზანს წარმომადგენს ევროკავშირის რეაქციის ჩვენება 2 ნოემბრის არჩევნების მიმართ, როცა სეპარატისტულმა ძალებმა მათი კონტროლის ქვეშ მყოფ არეალებში ჩაატარეს ევროკავშირის და კიევის მიერ უკანონოდ მიჩნეული არჩევნები. სანქციები შეეხება შესაბამისი პირეების აქტივების გაყინვას და მათთვის მოგზაურობის აკრძალვას. მინისტრებმა არვითარ ზომას არ მიმართეს რუსეთის მიმართ. ითვლება, რომ მოსკოვი სეპარატისტებს ეხმარება.

XS
SM
MD
LG