Accessibility links

logo-print

საქართველოს პრემიერი ნატოს გენერალურ მდივანს შეხვდა


საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა დღეს შეხვედრა გამართა ნატოს გენერალურ მდივან იენს სტოლტენბერგთან. ღარიბაშვილმა და სტოლტენბერგმა გამართეს პრესკონფერენცია, რომელზეც გენერალურმა მდივანმა განაცხადა, რომ ალიანსი მიესალმება საქართველოს ერთგულებას, გააგრძელოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესი. სტოლტენბერგის თქმით, ნატოს აპირებს განახორციელოს ის პაკეტი, რომელიც უელსში იქნა შეთანხმებული, და რომელიც მისი თქმით, საქართველოს თავდაცვით უნარიანობას გააძლიერებს, და გულისხმობს, სხვათა შორის ერთობლივი საწვრთნელი ცენტრის ჩამოყალიბებას. მისი თქმით, საწვრთნელი ცენტრის თაობაზე არის გეგმა, სხვადასხვა ელემენტების განხორციელება მოხდეს. სტოლტენბერგის თქმით, შემდეგ მინისტერიალზე, თებერვალში ცენტრის გარშემო კონკრეტულ ნაბიჯებზე იმსჯელებენ. პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ბრიუსელში პრეს-კონფერენციაზე განაცხადა, რომ გავაგრძელებთ მუშაობას საერთაშორისო თანამეგობრობასთან, პარტნიორებთან, რომელთაგან დიდი მხარდაჭერა გვაქვსო. ნატოს გენერალურმა მდივანმა თქვა ასევე, როგორც პრემიერმა მითხრა, საქართველო გააგრძელებს ევროატლანტიკური გზით სიარულს და მივესალმები ამ ცალსახა განცხადებას, არ მაქვს საფუძველი, ეჭვი შევიტანო მტკიცე განცხადებაშიო.

XS
SM
MD
LG