Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ირაკლი ღარიბაშვილი: ასოცირების საბჭოს სხდომა ისტორიული მოვლენაა


საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა საქართველო-ევროკავშირის ასოცირების საბჭოს პირველი სხდომის დასრულების შემდეგ ევროკავშირის საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის უმაღლეს წარმომადგენელ, ფედერიკა მოგერინთან ერთად პრესკონფერენცია ჩაატარა, სადაც განაცხადა, რომ სხდომა „ისტორიული მოვლენა“ იყო. საქართველოს პრემიერის თქმით საქართველომ და ევროკავშირმა კიდევ უფრო მაღალ დონეზე აიყვანა პოლიტიკური დიალოგი და მათ შორის ასოცირების ახალი ინსტიტუციური ჩარჩო ჩამოყალიბდა.ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულება არის საქართველოს ევროპეიზაციის სამოქმედო გეგმა. „ჩვენ იმედებს ვამყარებთ ევროკავშირის სამომავლო მხარდაჭერაზეც, რომელიც ეფუძნება დიფერენცირებისა და "მეტი მეტისათვის" პრინციპებს, რათა უზრუნველყოფილი იყოს განხორციელების პროცესის წარმატება", - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა.

XS
SM
MD
LG