Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დავით უსუფაშვილი: ევროკავშირს ვაჩვენებთ, რომ კურსი უცვლელია


„ჩვენი კოლეგები ევროკავშირიდან დაინახავენ, რომ საქართველოს კურსის შეცვლის არანაირი საფუძველი არ არსებობს, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა საქართველოს სამთავრობო დელეგაციის ბრიუსელში ვიზიტის კომენტირებისას. ბრიუსელში საქართველო-ევროკავშირის ასოცირების საბჭოს პირველი სხდომა გაიმართა, რომელსაც საქართველოს დელეგაცია პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით დაესწრო. „ახალი მინისტრების ბრიუსელში ჩასვლა და ამ პროცესში მათი უშუალო მონაწილეობა არის გადამწყვეტი ფაქტორი. დარწმუნებული ვარ, ჩვენი კოლეგები ევროკავშირიდან დაინახავენ, რომ არანაირი საფუძველი იმისა, რომ ქვეყანა კურსს იცვლის, არ არსებობს“ - განაცხადა დავით უსუფაშვილმა, რომელმაც ასევე თქვა, რომ იმ მინისტრების წასვლა მთავრობიდან, რომლებმაც სხვადასხვა მიზეზებით დატოვეს პოსტები, მთავრობისთვის დიდი დანაკლისი იყო, ხოლო პარლამენტში "თავისუფალი დემოკრატების" უმრავლესობის რიგებიდან გამოკლება - დანაკლისი უმრავლეოსობისთვის.

XS
SM
MD
LG