Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აუდიტმა პროკურატურას გაუგზავნა თავდაცვის სამინისტროსთან დაკავშირებული მასალები


საქართველოს სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა პროკურატურას გაუგზავნა თავდაცვის სამინისტროს საქმიანობასთან დაკავშირებული 10 მასალა, რომელიც 2011-2013 წლების პერიოდს მოიცავს - ამის შესახებ დღეს ჟურნალისტებს აცნობა გენერალურმა აუდიტორმა ლაშა თორდიამ. მისი განმარტებით, მასალებიდან მხოლოდ ერთი შეეხება ირაკლი ალასანიას მინისტრობის პერიოდში განხორციელებულ შესყიდვას. თორდიას განცხადებით, სახელმწიფო აუდიტის სამსახური დანაშაულის ნიშნებს ყველა მასალაში ხედავს, თუმცა საგამოძიებო მოქმედებების შედეგად პროკურატურამ შესაძლოა, მიიჩნიოს, რომ სისხლის სამართლის დანაშაული არ მომხდარა. გენერალური აუდიტორი ლაშა თორდია ხვალ პარლამენტში დაესწრება ნდობის ჯგუფის სხდომას, რომელზეც თავდაცვის სამინისტროში განხორციელებული შესყიდვების საკითხი განიხილება.

XS
SM
MD
LG