Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ალასანია: თუ არაფერი შეიცვლება, პროცესში ჩავრთავ საერთაშორისო საზოგადოებას


საქართველოს თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა, პარტია „თავისუფალი დემოკრატების“ ლიდერმა ირაკლი ალასანიამ მთავრობას მიმართა, უზრუნველყოს სამინისტროს ხუთი დაკავებული თანამშრომლის ადვოკატებისთვის საქმის მასალების გადაცემა, რათა მათ სრულყოფილი დაცვის შესაძლებლობა ჰქონდეთ. „ეს არის ბოლო გაფრთხილება, განსაკუთრებით პროკურატურის მიმართ და თუ კვლავ არაფერი შეიცვლება, პროცესში ჩავრთავ საერთაშორისო საზოგადოებას", -განაცხადა დღეს ირაკლი ალასანიამ, რომელიც გორში შეხვდა პარტია „თავისუფალი დემოკრატების“ ადგილობრივი ორგანიზაციის წევრებს. საქართველოს პროკურატურამ თავდაცვის სამინისტროს და შეიარაღებული ძალების ხუთი თანამშრომელი 28 ოქტომბერს დააკავა საიდუმლო შესყიდვისას სახელმწიფოს კუთვნილი ოთხ მილიონ ლარზე მეტი თანხის მითვისება-გაფლანგვის ბრალდებით. არცერთი მათგანი თავს დამნაშავედ არ ცნობს.

XS
SM
MD
LG