Accessibility links

კიდევ ერთი მშვიდობიანი მოქალაქე დააკავეს საოკუპაციო ხაზთან


რუსმა სამხედროებმა შიდა ქართლის საოკუპაციო ხაზთან დააკავეს კიდევ ერთი მშვიდობიანი მოქალაქე. ე.წ. საზღვრის დარღვევის ბრალდებით დაკავებული დიმიტრი ანანიაშვილი კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ საკორინთლოს მკვიდრია. ის ოკუპირებული ცხინვალის იზოლატორში გადაიყვანეს. საქართველოს შსს-ს განცხადებით, მომხდარი ფაქტის შესახებ ინფორმირებულია ევროკავშირის მეთვალყურეთა მისია და დაკავებულის გასათავისუფლებლად მუშაობა მიმდინარეობს.

XS
SM
MD
LG