Accessibility links

logo-print

ღარიბაშვილმა ბრიუსელში ვიზიტისას დაადასტურა ევროატლანტიკური კურსის შეუქცევადობა


საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ბრიუსელში ვიზიტისას დაადასტურა ევროატლანტიკური კურსის შეუქცევადობა. „ნება მიბოძეთ, კვლავ დავადასტურო საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის კურსის შეუქცევადობა - ეს კურსი არის ჩვენი ეროვნული იდეა და ცივილიზატორული არჩევანი. აღმოსავლეთევროპელ პარტნიორებს შორის საქართველო არის ერთადერთი ქვეყანა, სადაც პოლიტიკური ელიტა და საზოგადოებრივი კონსენსუსი ერთიანდება ამ ისტორიული მიზნის გარშემო“, - განაცხადა ღარიბაშვილმა ორშაბათს ბრიუსელში, საქართველო-ევროკავშირის ასოცირების საბჭოს პირველი სხდომის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე, რომელშიც მასთან ერთად მონაწილეობდა ევროკავშირის საგარეოპოლიტიკური ლიდერი ფედერიკა მოგერინი. მან საქართველოს მოუწოდა, იხელმძღვანელოს კანონის უზენაესობის პრინციპით. მისი თქმით, თავიდან უნდა იქნეს აცილებული "პოლიტიკური ანგარიშსწორება, კონფრონტაცია და პოლარიზაცია".

XS
SM
MD
LG