Accessibility links

logo-print

ირანის ბირთვულ პროგრამაზე მოლაპარაკებისას "სერიოზული განსხვავებები" რჩება


ამერიკელი ოფიციალური პირის განცხადებით, პოზიციებს შორის "სერიოზული განსხვავებები" რჩება ირანის ბირთვულ პროგრამაზე მოლაპარაკებისას, რომლის მიზნადაც სახელდება ბირთვულ პროგრამაზე გრძელვადიანი შეთანხმების მიღწევა. ოფიციალურმა პირმა, რომლის ვინაობასაც საჯაროდ არ ამხელენ, ეს შეფასება გამოთქვა მსოფლიოს ექვს წამყვან ქვეყანასა და ირანს შორის მოლაპარაკების ახალი რაუნდის დაწყებამდე. მისივე თქმით, ნათელი არ არის, დაიძლევა თუ არა უთანხმოება გეგმის შესაბამისად, 24 ნოემბრამდე.

XS
SM
MD
LG