Accessibility links

logo-print

ინტერპოლი ისევ განიხილავს რუსეთის თხოვნას უილიამ ბრაუდერის დაკავების შესახებ


ბრიტანელი ბიზნესმენი, უილიამ ბრაუდერი აცხადებს, რომ ინტერპოლი ხელახლა განიხილავს რუსეთის თხოვნას მისი დაპატიმრების თაობაზე - სერგეი მაგნიტსკის საქმესთან დაკავშირებით. მაგნიტსკი, რომელიც რუსეთის მმართველ წრეებში კორუფციას ამხელდა, 2009 წლის ნოემბერში, ციხეში გარდაიცვალა. ინტერპოლმა უილიამ ბრაუდერს აცნობა, რომ მისი დაპატიმრების თხოვნას განიხილავს 20-21 ნოემბერს, ორგანიზაციის შტაბ-ბინაში, საფრანგეთის ქალაქ ლიონში შეხვედრისას. ინტერპოლს უკვე ორჯერ აქვს უარყოფილი რუსეთის მიმართვა ბრაუდერზე ძებნის გამოცხადების შესახებ, რუსეთის „პოლიტიკურ მიზნებზე“ მითითებით. ბრაუდერი წლებია, სათავეში უდგას ძალისხმევას სანქციების დასაწესებლად იმ რუსი ოფიციალური პირების წინააღმდეგ, ვინც უკავშირდება ციხეში მაგნიტსკის გარდაცვალებას. რუსეთში სასამართლომ სიკვდილის შემდეგ გაასამართლა მაგნიტსკი გადასახადებისათვის თავის არიდების ბრალდებით. ამ ნაბიჯმა მკაცრი კრიტიკა გამოიწვია დასავლეთიდან. რუსეთში დაუსწრებლად გაასამართლეს უილიამ ბრაუდერიც.

XS
SM
MD
LG