Accessibility links

logo-print

ნატო: აღმოსავლეთ უკრაინაში შეინიშნება „სამხედრო ძალების სერიოზული მატება“


ნატოს გენერალური მდივანი, იენს სტოლტენბერგი აცხადებს, რომ სამხედრო ძალების „სერიოზული მატება“ შეინიშნება აღმოსავლეთ უკრაინაში და საზღვრის რუსულ მხარეზე. სტოლტენბერგი რუსეთს მოუწოდებს ჯარების უკან დახევისა და სამშვიდობო შეთანხმების ხელშეწყობისაკენ. „ჩვენ ვხედავთ, რომ რუსეთი კვლავ აგრძელებს უკრაინის დესტაბილიზაციას. ჩვენ ვხედავთ ჯარების, ტექნიკის, ტანკების, არტილერიისა და ასევე თანამედროვე საჰაერო თავდაცვითი სისტემების გადაადგილებას, რაც ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების დარღვევას წარმოადგენს. ჩვენ მოვუწოდებთ რუსეთს გაიყვანოს თავისი ჯარები აღმოსავლეთ უკრაინიდან და პატივი სცეს მინსკის შეთანხმებას“, განაცხადა ნატოს გენერალურმა მდივანმა სამშაბათს ბრიუსელში, ევროკავშირის თავდაცვის მინისტრებთან შეხვედრის დაწყებამდე.

XS
SM
MD
LG