Accessibility links

logo-print

ბრიტანეთი ირანს მოუწოდებს ბირთვული პროგრამის საკითხში მოქნილი პოზიციისაკენ


ბრიტანეთის განცხადებით, ირანს უფრო მოქნილი პოზიცია უნდა ჰქონდეს, თუ მხარეებს სურთ მიაღწიონ გრძელვადიან შეთანხმებას ირანის ბირთვულ პროგრამაზე. ამ შინაარსის განცხადებით ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, ფილიპ ჰამონდი გამოვიდა ლონდონში 18 ნოემბერს - ანუ, იმ დღეს, როცა ვენაში განახლდა თეირანისა და მსოფლიოს ექვსი წამყვანი ქვეყნის მოლაპარაკება ირანის ბირთვულ პროგრამაზე. გეგმით, მხარეებმა 24 ნოემბრამდე უნდა მიაღწიონ შეთანხმებას, რომელიც შეზღუდავდა ირანის ბირთვულ პროგრამას, თეირანის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების გაუქმების სანაცვლოდ. უფრო ადრე მაღალი რანგის ამერიკელმა ოფიციალურმა პირმა თქვა, რომ „სერიოზული განსხვავებები“ რჩება მხარეების პოზიციებს შორის.

XS
SM
MD
LG