Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

2013 წელს მსოფლიოში მკვეთრად იმატა ტერაქტების რიცხვმა


ლონდონში დაფუძნებული „ეკონომიკისა და მშვიდობის ინსტიტუტის“ მონაცემებით, 2013 წელს ტერორისტულმა თავდასხმებმა შეიწირა 18 000-მდე ადამიანი - წინა წელზე თითქმის 60%-ით მეტი. ინფორმაციით, რომელიც ასახულია ანგარიშში „ტერორიზმის გლობალური ინდექსი“, ტერორისტული თავდასხმების უმრავლესობა მოდის ოთხ ექსტრემისტულ გაერთიანებაზე: "ისლამურ სახელმწიფოზე", "ბოკო ჰარამზე", ალ-ყაიდასა და თალიბანზე. მათმა თავდასხმებმა შეიწირა მოკლულების 66%. ამავე ანგარიშის მიხედვით, ტერორიზმით ყველაზე მძიმედ დაზარალებული ქვეყანაა ერაყი, სადაც 2013 წელს დაიღუპა 6300-ზე მეტი ადამიანი.

XS
SM
MD
LG