Accessibility links

ქურთმა მეომრებმა წინ წაიწიეს სირიის ქალაქ ქობანიში


ცნობების თანახმად, ქურთმა მეამბოხეებმა წინ წაიწიეს სირიის ქალაქ ქობანიში, სადაც ექვსი შენობა გაათავისუფლეს ექსტრემისტულ გაერთიანება „ისლამური სახელმწიფოს“ მებრძოლებისაგან. ბრიტანეთში დაფუძნებულ ორგანიზაცია „სირიის ადამიანის უფლებათა ობსერვატორიის“ მონაცემებით, ქურთებმა 18 ნოემბერს ხელთ იგდეს ასევე „დიდი რაოდენობით იარაღი და ტყვია-წამალი“. ამავე წყაროს ცნობით, იერიშის დროს მოკლეს „ისლამური სახელმწიფოს“ 13 წევრი. როგორც იუწყებიან, ქურთი მეამბოხეების წინსვლა რამდენიმე საათში მოჰყვა აშშ-ის ხელმძღვანელობით მოქმედი კოალიციის ოთხ საჰაერო იერიშს ქობანიში „ისლამური სახელმწიფოს“ პოზიციების წინააღმდეგ. „ობსერვატორიის“ დირექტორი რამი აბდულრაჰმანი ვარაუდობს, რომ „ისლამური სახელმწიფოს“ წევრები ამჟამად აკონტროლებენ ქობანის, დაახლოებით, ნახევარს. სირიის ეს ქალაქი თურქეთის საზღართან მდებარეობს.

XS
SM
MD
LG