Accessibility links

კადიროვის ცხენებს გერმანიაში დოღზე მოპოვებული თანხის „მიღების“ ნება მისცეს


ჩეჩნეთის ლიდერმა, რამზან კადიროვმა, რომელსაც კრემლი უმაგრებს ზურგს, განაცხადა, რომ მის ორ დოღის ცხენს, რომლებიც გერმანიაში იმყოფება, გერმანიამ ნება დართო მიიღონ საპრიზო თანხა, მიუხედავად იმისა, რომ კადიროვს დასავლეთის მიერ სანქციები აქვს დაწესებული. გერმანიის მედიის ცნობით, კადიროვის ორ ცხენს, ზაზუს და დეშინგ ჰოუმს, არ მისცეს საპრიზო ფული, რადგან ევროკავშირის სანქციები კადიროვს მოგზაურობას და ევროკავშირში აქტივების ქონას უკრძალავს. კადიროვის თანახმად, ცხენების მიერ მოპოვებული საპრიზო თანხა უნდა მოხმარდეს მათ შენახვას გერმანიაში. კადიროვი რუსი და უკრაინელი სანქცირებული პოლიტიკოსების სიაში მოხვდა, რადგან მისი ქმედებით საფრთხე შეექმნა უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას და დამოუკიდებლობას.

XS
SM
MD
LG