Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ავღანეთის ყოფილი პრეზიდენტი აშშ-ს და დასავლეთს „გაუსწორდა“


თანამდებობის დატოვებიდან რამდენიმე კვირაში, ავღანეთის ყოფილი პრეზიდენტი, ჰამიდ კარზაიმ რადიო თავისუფლებას განუცხადა, რომ მის ქვეყანას ისე ექცეოდნენ, თითქოს არც კი არსებობდა და საერთაშორისო კოალიციის მიმართ მკაცრი კრიტიკით გამოვიდა. 16 ნოემბრის ვრცელ ინტერვიუში კარზაი ამბობს, რომ ვაშინგტონთან ურთიერთობა უკიდურესად დაიძაბა, როცა მან ხმა აიმაღლა იმ ფორმებს წინააღმდეგ, თუ როგორ წარიმართებოდა სამხედრო კამპანია მისი ქვეყნის მიწაზე. ის თავის ქვეყანას ადარებს პატარა ბიჭს, რომელიც უპირისპირდებოდა მძლავრ, კბილებამდე შეიარაღებულ „ხულიგანს“ და ამბობს ამ ინტერვიუში, რომ სხვა გზა, გარდა ხმამაღლა თქმისა არ ჰქონდა, რათა ავღანეთი დაეცვა ამგვარი მოპყრობისა და ძალადობისგან უცხო სამხედროთა ყოფნისას. კარზაის თქმით, მას თავიდან სურდა, რომ დასავლეთი ავღანეთში შესულიყო, რაპდგან ფიქროობდა, რომ ის მოიტანდა დახმარებას და განთავისუფლებას. მაგრამ ეს აზრი შეიცვალა, კარზაის თქმით, როცა მან დაინახა რომ მის ქვეყანას ისე ეპყრობოდნენ, თითქოს არც კი არსებულიყო, და რომ თითქოს „ჩვენი ხალხი, ჩვენი მსხვერპლი, თითქოს მხოლოდ რიცხვები ყოფილიყო“.

XS
SM
MD
LG