Accessibility links

logo-print

აშშ-ის სენატმა მხარი არ დაუჭირა "Keystone XL"-ის ნავთობსადენის მშენებლობას


აშშ-ის სენატმა მხარი არ დაუჭირა კანონპროექტს ნავთობსადენ „Keystone XL“-ის მშენებლობაზე. ამ ნავთობსადენით კანადის ნავთობი აშშ-ის სამხრეთში მდებარე ნავთობგადამამუშავებელ საწარმოებსა და პორტებში უნდა გადაეტვირთათ. კანონპროექტის წინააღმდეგ ხმა მისცა 59-მა სენატორმა, მხარი დაუჭირა - 41-მა. სენატორთა ხმები პარტიული ნიშნით გაიყო. დემოკრატები ნავთობსადენის მშენებლობის წინააღმდეგი იყვნენ, რესპუბლიკელები კი მხარს უჭერდნენ პროექტს. ნავთობსადენის მშენებლობას ეწინააღმდეგება ბარაკ ობამას ადმინისტრაციაც. თეთრი სახლის განცხადებით, კონგრესის ორივე პალატის მიერ კანონპროექტის მხარდაჭერის შემთხვევაში, პრეზიდენტი ობამა ვეტოს გამოიყენებდა. ნავთობსადენის მშენებლობის მომხრეები ირწმუნებიამ, რომ პროექტის განხორციელება ხელს შეუწყობს იმპორტირებულ ნავთობზე აშშ-ის დამოკიდებულების შემცირებას და შექმნიდა ათეულობით ათას სამუშაო ადგილს. მოწინააღმდეგეები კი თვლიან, რომ სამუშაო ადგილები მხოლოდ დროებითი იქნება და ირწმუნებიან, რომ ნავთობსადენის მშენებლობა დააზიანებს შტატების ბუნებას. რესპუბლიკელები იანვარში კიდევ ერთხელ აპირებენ კანონპროექტისთვის კენჭისყრას. იმ დროისთვის მათ სენატში უმრავლესობა ექნებათ.

XS
SM
MD
LG