Accessibility links

logo-print

გაერო ირანს სიკვდილით დასჯის შეწყვეტისკენ მოუწოდებს


გაეროს გენერალური ასამბლეის ადამიანის უფლებათა კომიტეტმა მიიღო რეზოლუცია, რომელიც ეხება ადამიანის უფლებათა დარღვევას ირანში და სიკვდილით დასჯის „შემაშფოთებლად ხშირად“ გამოყენებას. 18 ნოემბრის საკომიტეტო სხდომაზე 78-ი ქვეყნის წარმომადგენლებმა დაუჭირეს მხარი რეზოლუციის პროექტს, 35 წინააღმდეგი იყო, 69-მ კი თავი შეიკავა. რეზოლუციის პროექტი კანადამ მოამზადა და ის მოუწოდებს ირანს ადამიანის უფლებების დარღვევის, მათ შორის - წამების შეწყვეტისკენ. რეზოლუციის მიღება მოჰყვა გაეროს ადამიანის უფლებების საკითხებში საგანგებო გამომძიებლის ანგარიშს ირანზე. ანგარიშის ავტორს არ მიეცა ირანში ჩასვლის შესაძლებლობა. ირანის წარმომადგენელმა გააპროტესტა დოკუმენტი, რადგან მასში არ არის ასახული „დადებითი ძვრები“, რომლებიც, მისი თქმით, ჰასან როჰანის ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ მოხდა. „იმ დროს, როცა ჩვენი რეგიონის ბევრ ნაწილში ექსტრემიზმშია გახვეული“, რეზოლუცია კონტრპროდუქტიულია“-ო, განაცხადა ირანელმა დიპლომატმა. რეზოლუცია განსახილველად გენერალურ ასამბლეაზე გავა.

XS
SM
MD
LG