Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კერიმ გადადო ვიზიტი ვენაში, სადაც იმართება მოლაპარაკება ირანის ბირთვულ პროგრამაზე


შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა, ჯონ კერიმ, გადადო ვიზიტი ვენაში, სადაც მიმდინარეობს ირანის ბირთვულ პროგრამაზე მოლაპარაკების მორიგი რაუნდი. მსოფლიოს ექვსი წამყვანი ქვეყნისა და ირანის დელეგაციები ცდილობენ, გეგმისამებრ, 24 ნოემბრამდე მიაღწიონ შეთანხმებას. ოფიციალური პირების ცნობით, არსებითი განსხვავებები რჩება მხარეების პოზიციებს შორის რამდენიმეთვიანი მოლაპარაკებების შემდეგაც. მოელოდნენ, რომ ჯონ კერი ახლა, შუა კვირაში ჩავიდოდა ვენაში, მოლაპარაკებაში ჩასართველად. მიზანია ირანის დაყოლიება ბირთვული პროგრამის შეზუღდვაზე, რადგან დასავლეთში შიშობენ, რომ თეირანი შესაძლოა, ბირთვული იარაღის შექმნას შეეცადოს. სახელმწიფო დეპარტამენტის პრესმდივნის, ჯენ პსაკის ინფორმაციით, ჯონ კერი მიმდინარე კვირაშივე, ოღონდ მოგვიანებით ჩავა ვენაში. მას არ დაუსახელებია ზუსტი თარიღი.

XS
SM
MD
LG