Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთი დასავლეთს ადანაშაულებს უკრაინის კრიზისში


რუსეთი მკაცრად აკრიტიკებს დასავლეთს უკრაინის გამო - აცხადებს, რომ პოლიტიკური არეულობა და შეიარაღებული კონფლიქტი არის იმის შედეგი, რასაც საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა უწოდა დასავლეთის ქვეყნების 25-წლიანი მცდელობა, სხვების ხარჯზე გაიმყარონ საკუთარი უსაფრთხოება. რუსეთის პარლამენტის ქვედა პალატის წინაშე 19 ნოემბერს გამოსვლისას, ლავროვმა თქვა, რომ დასავლეთმა ხელი უნდა შეუწყოს უკრაინაში ორივე მხარისათვის მისაღებ შეთანხმებებს, კონფლიქტში კიევის მხარდაჭერის ნაცვლად. ამავე დროს, ლავროვმა კიდევ ერთხელ უარყო ბრალდება, რომ მოსკოვი მონაწილეობს უკრაინის მთავრობის ჯარებსა და რუსეთის მომხრე სეპარატისტებს შორის შეიარაღებულ დაპირისპირებაში, რომელმაც აპრილიდან მოყოლებული 4100-ზე მეტი ადამიანი შეიწირა. ლავროვის თქმით, აღმოსავლეთ უკრაინაში კონფლიქტი საშინაო საკითხი, ხოლო „რუსეთის მხარედ ქცევის ყველა მცდელობა კონტრაპროდუქტიული".

XS
SM
MD
LG