Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

იერუსალიმში ხუთამდე გაიზარდა სინაგოგაში თავდასხმისას მოკლულთა რიცხვი


იერუსალიმში ხუთამდე გაიზარდა სინაგოგაში გუშინდელი თავდასხმის შედეგად დაღუპულების რიცხვი. პოლიციელი, რომელიც თავდასხმის ადგილას დაჭრეს, მიღებული ჭრილობების შედეგად გარდაიცვალა. დანარჩენ ოთხ მოკლულს შორის სამი რაბინი იყო. თავდამსხმელები - ნაჯახით, დანებით და პისტოლეტით შეიარაღებული ორი პალესტინელი - პოლიციელებმა მოკლეს. ინციდენტმა კიდევ უფრო გაამწვავა დაძაბულობა, რომლის სათავედაც მიჩნეულია ივლისში პალესტინელი მოზარდის სასტიკი მკვლელობა - ის ებრაელმა თავდამსხმელებმა დაწვეს, რითაც, სავარაუდოდ, შური იძიეს მდინარე იორდანეს დასავლეთ ნაპირზე სამი ებრაელი მოზარდის მკვლელობისათვის.

XS
SM
MD
LG