Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დღეს სხდომას გამართავს საქართველოს პარლამენტის ნდობის ჯგუფი


დღეს სხდომას გამართავს საქართველოს პარლამენტის ნდობის ჯგუფი, რომელიც თავდაცვის და შინაგან საქმეთა სამინისტროების და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ფინანსური ანგარიშების შესახებ აუდიტის სამსახურის დასკვნებს განიხილავს. სხდომას დაესწრება გენერალური აუდიტორი ლაშა თორდია. ნდობის ჯგუფის ხელმძღვანელის, თავდაცვის და უშიშროების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის ირაკლი სესიაშვილის განცხადებით, დღევანდელ სხდომაზე ისაუბრებენ საიდუმლო შესყიდვის წესით თავდაცვის სამინისტროსა და კომპანია სილქნეტს შორის გაფორმებულ ხელშეკრულებაზეც, რომლის გამოც პროკურატურამ 28 ოქტომბერს დააკავა სამინისტროს 5 თანამშრომელი. მათ ბრალად ედება ოთხ მილიონ ლარზე მეტი საბიუჯეტო თანხის მითვისება-გაფლანგვა. ირაკლი სესიაშვილის ინფორმაციით, მან სექტემბრის ბოლოს ყველა უწყებიდან გამოითხოვა საიდუმლო შესყიდვებთან დაკავშირებული მასალები, რომლებიც გაანალიზდება, დამუშავდება და ნდობის ჯგუფს განსახილველად სავარაუდოდ დეკემბერში წარედგინება.

XS
SM
MD
LG