Accessibility links

logo-print

რუსეთში გამოკითხულთა 86% ამაყობს იმით, რომ რუსეთში ცხოვრობს


რუსეთში გამოკითხულთა 86% ამაყობს იმით, რომ რუსეთში ცხოვრობს. მათივე აზრით, მსოფლიოში იზრდება რუსეთის შიში და სიძულვილი. ეს შედეგი აჩვენა კვლევით ორგანიზაცია „ლევადა-ცენტრის“ მიერ ჩატარებული გამოკითხვამ. სოციოლოგები აღნიშნავენ, რომ ეკონომიკური მდგომარეობის გაუარესება ჯერ არანაირად არ აისახება რუსეთის მკვიდრთა შეხედულებებზე. ვარაუდობენ, რომ ყირიმის ანექსიით და შემდგომი პროცესებით გამოწვეული ეიფორია კიდევ საკმაოდ დიდხანს გასტანს, თუმცა ამას შესაძლოა, სერიოზული რყევები მოჰყვეს. გამოცემა „გაზეტა.რუ“ აღნიშნავს, რომ რუსეთში კმაყოფილების მაღალი მაჩვენებელი აქამდე ბოლოს დაფიქსირებულ იქნა 2007 წელს - ანუ 2008 წლის საფინანსო კრიზისამდე.

XS
SM
MD
LG