Accessibility links

logo-print

დღეს გაგრძელდება ელექტრონულ კომუნიკაციებზე ფარული წვდომის "გასაღების" საკითხზე მსჯელობა


დღეს ელექტრონულ კომუნიკაციებზე ფარული წვდომის ე.წ. გასაღების საკითხზე მსჯელობა გაგრძელდება საქართველოს პარლამენტში, სადაც სპეციალური სამუშაო ჯგუფის შეხვედრა გაიმართება. სავარაუდოდ, დღევანდელი სხდომის შემდეგ გაირკვევა, რა შინაარსის კანონპროექტი წარედგინება განსახილველად საქართველოს პარლამენტს. შესაბამისი პროექტის რეგისტრირების ვადა 20 ნოემბერს იწურება. სამუშაო ჯგუფის წევრები არასამთავრობო ორგანიზაციებიდან პარლამენტს სთავაზობენ ე.წ. ორგასაღებიან სისტემას, რომლის თანახმად, ინფორმაციაზე სამართალდამცავების წვდომას ტექნიკურად ერთდროულად განახორციელებენ ელექტრონული კომუნიკაციების კომპანიები და სასამართლო. გასულ საღამოს ცნობილი გახდა, რომ საპარლამენტო უმრავლესობის წევრთა ნაწილი სამუშაო ჯგუფს შესთავაზებს ახალ ვარიანტს, რომლის მიხედვით, ე.წ. ორგასაღებიანი სისტემის მონაწილეები უნდა იყვნენ პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორი და შსს. ამ შინაარსის კანონპროექტის ავტორები არიან პარლამენტის დეპუტატები ეკა ბესელია, ირაკლი სესიაშვილი და გედევან ფოფხაძე. საპარლამენტო უმრავლესობაში მზადდება კიდევ ერთი პროექტი, რომლის მიხედვით, ე.წ. გასაღებს კომუნიკაციების მარეგულირებელი კომისია უნდა ფლობდეს.

XS
SM
MD
LG