Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კიევი და დასავლეთი უარყოფენ მოსკოვის მოთხოვნას, რომ უკრაინა არ გაწევრიანდეს ნატოში


უკრაინისთვის მიუღებელია ნებისმიერი ქვეყნის ზეწოლა იმასთან დაკავშირებით, უნდა მიისწრაფოდეს თუ არა ნატოში გაწევრიანებისაკენ. ამ შინაარსის განცხადება გააკეთა უკრაინის საგარეო უწყების პრესმდივანმა, ევგენი პერებინისმა მას შემდეგ, რაც ბრიტანეთის სამაუწყებლო კორპორაცია BBC-მ გაავრცელა კრემლის პრესმდივანთან, დმიტრი პესკოვთან ინტერვიუ: როგორც პესკოვი ამბობს, მოსკოვს სურს ჰქონდეს „100%-ანი გარანტია, რომ არავინ იფიქრებს ნატოში უკრაინის გაწევრიანებაზე“. როგორც, თავის მხრივ, უკრაინის საგარეო უწყების პრესმდივანმა განაცხადა, უკრაინას სურს გარანტია, რომ მოსკოვი არ ჩაერევა უკრაინის საშინაო საქმეები, არ გააგზავნის ჯარისკაცებს და არ მოახდენს უკრაინის ტერიტორიების ანექსიას. BBC-თან პესკოვის ინტერვიუს გამოეხმაურა უკრაინში აშშ-ის ელჩი, ჯეფრი პიატიც: მან 19 ნოემბერს ჟურნალისტებს უთხრა, რომ ნატოში გაწევრიანების მცდელობაზე გადაწყვეტილება უნდა მიიღოს მხოლოდ უკრაინელმა ხალხმა და არა რუსეთმა, ევროპამ, ან შეერთებულმა შტატებმა. ასეთივე განცხადება გააკეთა უკრაინაში კანადის ელჩმა რომან ვაშუკმა.

XS
SM
MD
LG