Accessibility links

logo-print

თავდაცვის სამინისტროს დაკავებული თანამშრომლების ადვოკატები პროკურატურის შეთავაზებას არ დათანხმდებიან


ე.წ. კაბელების საქმეზე დაკავებული თავდაცვის სამინისტროს თანაშრომლებისადვოკატები პროკურატურის შეთავაზებას, რომელიც მათთვის საქმის მასალების გასაცნობად ოთახების გამოყოფას გულისხმობს, არ დათანხმდებიან. "ინტერპრესნიუსს" დაკავებულების ადვოკატმა ლევან სამუშიამ განუცხადა, პროკურატურა ცდილობს, რომ დაცვის მხარეს მოაწერინოს ოქმზე ხელი, რომ გაეცნო საქმის მასალებს. მისი თქმით, წარმოუდგენელია, რომ ათობით ტომს შეხედო, დაიმახსოვრო და განახორციელო დაცვა. „წარმოუდგენელია, რომ ათობით ტომს შევხედო, დავიმახსოვრო და განვახორციელო დაცვა. ელემენტარულად მჭირდება დოკუმენტი, რომ ექსპერტიზას გადავცე და ჩავატარო შესაბამისი ექსპერტიზა. ესენი კარგად იცის პროკურატურამ და ნაცვლად იმისა, რომ აღასრულოს მასზე დაკისრებული მოვალეობა, საზოგადოება შეჰყავს სიცრუეში", - განაცხადა სამუშიამ.

XS
SM
MD
LG