Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

არასამთავრობოები დეპუტატებს მოუწოდებენ ფარულ მოსმენებთან დაკავშირებული მათი ინიციატივა დაარეგისტრირონ


არასამთავრობო სექტორი დეპუტატებს მოუწოდებს, ფარულ მოსმენებთან დაკავშირებული ე.წ. გასაღების საკითხზე მომზადებული მათი ინიციატივა დაარეგისტრიროს. კანონპროექტის ერთ-ერთმა ავტორმა, ეკა გიგაურმა განაცხადა, რომ უმჯობესი იქნება თუკი აღნიშნულის სურვილს თავად კოალიციის წევრი რომელიმე დეპუტატი ან პარტია გამოთქვამს. “გუშინ გამოითქვა მოსაზრება, რომ შეიძლება ჩვენს მიერ ინიცირებული კანონპროექტი "ნაციონალურმა მოძრაობამ" დაარეგისტრიროს. ჩვენი აზრით, უფრო სწორი იქნება, თუკი ეს მოხდება იმ ძალის მიერ, რომლის ერთ-ერთი დაპირება წინასაარჩევნოდ იყო ის, რომ ტოტალური მოსმენები არ იქნება“ - განუცხადა „ინტერპრესნიუსს“ ეკა გიგაურმა.

XS
SM
MD
LG