Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გაერო: უკრაინაში ზავის მიუხედავად მოკლეს 950-ზე მეტი ადამიანი


გაეროს განცხადებით, აღმოსავლეთ უკრაინაში შეტაკებებს ყოველდღიურად საშუალოდ 13 ადამიანი ეწირება მას შემდეგ, რაც 5 სექტემბერს გაფორმდა საზავო შეთანხმება უკრაინასა და პრო-რუსულად განწყობილ მეამბოხეებს შორის. ეს მონაცემი 20 ნოემბერს გამოაცხადა ადამიანის უფლებების სფეროში გაეროს უმაღლესმა წარმომადგენელმა, ზეიდ რაად ალ ჰუსეინმა. გაეროს ადამიანის უფლებების უწყება აცხადებს, რომ მას შემდეგ, რაც აპრილში კონფლიქტი დაიწყო, მოკლულია სულ მცირე 4317 ადამიანი და დაიჭრა 9921. ამ კონფლიქტმა დასავლეთსა და რუსეთს შორის ურთიერთობა ცივი ომის პერიოდის მსგავსად დაძაბა. გაეროს უწყების თანახმად, 5 სექტემბრიდან 18 ნოემბრამდე დროის მონაკვეთში მოკლულ იქნა 957 ადამიანი - ეს მონაცემი აჩვენებს, რომ მინსკში გაფორმებული საზავო შეთანხმება ყოველდღიურად ირღვევა. ამავე სააგენტოს ცნობით, მნიშვნელოვნად გაიზარდა უკრაინის შიგნით ადგილნაცვალ პირად რეგისტრირებულთა რიცხვი - სექტემბრის შუა რიცხვებში ის 275,489 იყო, 19 ნოემბერს - 466,829.

XS
SM
MD
LG