Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

იუწყებიან, რომ მოსკოვი და ცხინვალი ამზადებენ „ინტეგრაციის შესახებ კომპლექსურ ხელშეკრულებას“


საინფორმაციო სააგენტო „რესი“ ავრცელებს სეპარატისტული სამხრეთ ოსეთის დე-ფაქტო პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, ბორის ჩოჩიევის სიტყვებს, რომ ცხინვალი და მოსკოვი ამზადებენ „ახალ კომპლექსურ ხელშეკრულებას ინტეგრაციის შესახებ.“ ჩოჩიევი აცხადებს, რომ ეს შეთანხმება მოსკოვსა და ცხინვალს შორის კავშირს გადაიყვანს „თვისებრივად ახალ დონეზე“, უწინარესად სამხედრო სფეროში. ასეთ ფონზე, სეპარატისტული აფხაზეთის ხელისუფლებამ 19 ნოემბერს ხელმოსაწერად მოიწონა რუსეთთან „მოკავშირეობისა და სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ“ ახალი ხელშეკრულების პროექტი. ხელშეკრულების საბოლოო ტექსტში შევიდა ბევრი, თუმცა არა ყველა ის ცვლილება, რომელიც აფხაზურმა მხარემ რუსეთის მიერ შეთავაზებულ პროექტში შეიტანა.

XS
SM
MD
LG