Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთი აცხადებს, რომ ეწინააღმდეგება ევროკავშირის „მცდელობას“ სერბია მიუერთოს სანქციებს


რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესმდივანი, ალექსანდრ ლუკაშევიჩი აცხადებს, რომ მოსკოვი ეწინააღმდეგება „ევროკავშირის მცდელობას“ სერბიას უბიძგოს რუსეთის საწინააღმდეგო სანქციებთან შეერთებისკენ. ლუკაშევიჩმა მოსკოვში 20 ნოემბერს განაცხადა, „მიუღებელია ჩვენი ევროპელი კოლეგების მიერ გამოყენებული მეთოდები, რათა სხვა ქვეყნები დაარწმუნონ და აიძულონ შეუერთდნენ რუსეთის საწინააღმდეგო სანქციებსო.“ ევროკავშირის გაფართოების კომისიის მიერ 8 ოქტომბერს გავრცელებული ანგარიში ამბობდა, რომ ბელგრადის უარი, შეუერთდეს ევროკავშირის ხელმძღვანელობით მოქმედ სანქციებს, შესაძლოა უარყოფითად აისახოს ბელგრადის მისწრაფებაზე კავშირში გაწევრიანებისკენო. მაგრამ ევროკავშირის პოლიტიკის და გაფართოების კომისარმა, იოჰანეს ჰანმა ჟურნალისტებს 18 ნოემბერს უთხრა, „ასეთი კავშირი არ არსებობსო.“ ჰანი ამ განცხადებით გამოვიდა ბრიუსელში, სერბიის საგარეო საქმეთა მინისტრ ივიცა დაჩიჩთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე. დაჩიჩის განცხადებით, ბრიუსელს ბელგრადისგან ღიად არ მოუთხოვია რუსეთისთვის სანქციების დაწესება.

XS
SM
MD
LG