Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კერი: მსოფლიოს წამყვანი ქვეყნები „ერთიან პოზიციაზე“ არიან ირანის ბირთვულ პროგრამასთან მიმართებით


აშშ-ის სახელმწიფო მდივანი, ჯონ კერი აცხადებს, რომ მსოფლიოს წამყვანი ქვეყნები „ერთიან პოზიციაზე არიან“ ირანის ბირთვულ პროგრამასთან მიმართებით. კერიმ ეს განცხადება გააკეთა პარიზში, სანამ ვენაში გაემგზავრებოდა. ვენაში კერი შეუერთდება ირანთან მისი ბირთვული პროგრამის შესახებ მაღალ დონეზე მიმდინარე მოლაპარაკებებს. ახლოვდება ბოლო ვადა, 24 ნოემბერი, რომელიც შეთანხმების მისაღწევადაა დაწესებული. სახელმწიფო დეპარტამენტის პრესმდივანი, ჯენ საკი აცხადებს, რომ კერი ვენაში შეხვდება აშშ-ის მომლაპარაკებელთა გუნდს, სანამ სხვებთან გამართავდეს მოლაპარაკებას. ვენაში მიმდინარე მოლაპარაკების მიზანია ირანის დაყოლიება ბირთვული პროგრამის შეზუდვაზე, რადგან დასავლეთში შიშობენ, რომ თეირანი შესაძლოა, ბირთვული იარაღის შექმნას შეეცადოს. დასავლეთის ოფიციალური პირები ბოლო დღეებში აცხადებენ, რომ რჩება მნიშვნელოვანი უთანხმოება და ჯერჯერობით გაურკვეველია მოხერხდება თუ არა შეთანხმების მიღწევა.

XS
SM
MD
LG