Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გუანტანამოს 5 ყოფილი პატიმარი განასახლეს საქართველოსა და სლოვაკეთში


გუანტანამოს ციხიდან 5 პატიმარი გაათავისუფლეს. სამი მათგანი - საქართველოში, ორი კი სლოვაკეთში გაგზავნეს საცხოვრებლად. გუანტანამოს ციხეში კიდევ რამდენიმე ათეული პატიმარია, რომელიც აღარ ითვლება საფრთხის შემცველად და უნდა გათავისუფლდეს. პატიმრების გათავისუფლების შემდეგ გუანტანამოს ციხეში 143 ტუსაღი რჩება. პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ პრეზიდენტობის დასაწყისში განაცხადა გუანტანამოს ციხის დახურვის განზრახვის შესახებ, მაგრამ კონგრესმა შეუშალა ხელი, რომელმაც აკრძალა პატიმრების აშშ-ში გადაყვანა და დააწესა აკრძალვები, რითაც გაართულა პატიმრების ოკეანისგაღმა გაგზავნა. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის წარგზავნილი კლიფორდ სლონი ცდილობს დაარწმუნოს სხვა ქვეყნები - მიიღონ გათავისუფლებული პატიმრები და შეაქო საქართველო და სლოვაკეთი მხარდაჭერისთვის. „ძალიან მადლიერი ვართ ჩვენი პარტნიორების ამ დიდსულოვანი ჰუმანიტარული ჟესტისთვის“, - განაცხადა სლონმა. საქართველომ გუანტანამოს სამი პატიმარი მიიღო 2010. სლოვაკეთს გუანტანამოს უკვე რვა ყოფილი პატიმარი ჰყავს მიღებული. საქართველოში გაგზავნილი ერთ-ერთი პირი აბდ ალ ჰაკიმ ღალიბ აჰმად ალაგი პირველი იემენელია, რომელიც 2010 წლის შემდეგ გაათავისუფლეს. „მივესალმებით რა ბატონი ალაგის განსახლებას და ვაცნობიერებთ, რომ დანარჩენი იემენელები დაუყოვნებლივ უნდა დააბრუნონ სამშობლოში, ან სხვაგან განსახლდნენ“, - განაცხადა ველს დიქსონმა, ნიუ იორკში არსებული „კონსტიტუციური უფლებების ცენტრის“ ადვოკატმა. ბოლო გათავისუფლების შემდეგ, გუანტანამოს ციხეში კიდევ 74 პატიამრია, რომლების გათვისუფლების გადაწყვეტილებაც უკვე მიღებულია.

XS
SM
MD
LG