Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ უკრაინას მიაწვდის არალეტალურ სამხედრო ტექნიკას


აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი ჯოზეფ ბაიდენი კიევშია, სადაც უკრაინის პრეზიდენტ პეტრო პოროშენკოსა და პრემიერ-მინისტრ არსენი იაცენიუკს შეხვდება. მოელიან, რომ ის განაცხადებს უკრაინისთვის არალეტალური სამხედრო დახმარების გაზრდის შესახებ. ბაიდენი კიევში 20 ნოემბერს, საღამოს ჩავიდა. აშშ-ის ხელისუფლების წარმომადგენლებმა ჟურნალისტებს უთხრეს, რომ აშშ უკრაინას გადასცემს „ჰამვის“ ტიპის ტრანსპორტს. ჯოზეფ ბაიდენი გამოაცხადებს აგრეთვე ადრე დაპირებული სარადარო დანადგარების გადაცემაზეც. ამ ტექნიკით შესაძლებელია მოწინააღმდეგის საცეცხლე წერტილების მდებარეობის დადგენა. რუსეთმა 20 ნოემბერს გააფრთხილა აშშ - არ მიაწოდოს უკრაინას იარაღი. სექტემბერში ვაშინგტონი უკრაინას დაპირდა 53 მილიონი დოლარის სამხედრო დახმარებას, რომელიც არალეტალურ მოწყობილობებს, დანადგარებსა და ტრანსპორტს მოიცავს.

XS
SM
MD
LG