Accessibility links

logo-print

ნატოს გენერალური მდივანი ბალტიის საჰაერო სივრცეში გაზრდილ საფრთხეზე ლაპარაკობს


ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა ესტონეთის დედაქალაქში ყოფნისას განაცხადა, რომ ბალტიის რეგიონის საჰაერო სივრცეში რუსეთის გაზრდილი სამხედრო ყოფნა საფრთხეს უქმნის სამოქალაქო ავიაციას. ამარის საჰაერო ბაზაზე გამოსვლისას სტოლტენბერგმა განაცხადა, რომ ალიანსის მოიერიშე თვითმფრინავებმა მხოლოდ მიმდინარე წელს ასზე მეტჯერ გადაიტაცეს თვითმფრინავები ბალტიის რეგიონიდან, რაც 2013 წლის მსგავს შემთვევებს სამჯერ აღემატება. სტოლტენბერგს არ დაუზუსტებია გადატაცებული თვითმფრინავებიდან რამდენი იყო რუსეთის. სტოლტენბერგმა განაცხადა, რომ 2014 წელს ნატოს თვითმფრინავებს 400-ჯერ მოუხდათ ნატოს ევროპელი წევრების საჰაერო სივრცეებში თვითმფრინავების გადატაცება, რაც 2013 წლის შემთხვევებს ორჯერ აღემატება.

XS
SM
MD
LG