Accessibility links

logo-print

ღარიბაშვილი დაუშვებლად მიიჩნევს, რომ მოსმენების გასაღებს მობილური ოპერატორები ფლობდნენ


პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი კატეგორიულად ეწინააღმდეგება ე.წ. გასაღების არასამთავრობოების პროექტს და მათ "ნაციონალების" ლობირებაში ადანაშაულებს. როგორც პრემიერმა 21 ნოემბერს განაცხადა, დემოკრატიული ქვეყნებში აპრობირებულია, რომ "გასაღებს" ფლობს შსს და "ექსპერიმენტების უფლებას არავის მისცემს". პრინციპულად მინდა განვაცხადო, ექსპერიმენტების უფლება არ გვაქვს, გავაკეთებთ იმას, რაც აპრობირებულია ევროპულ სახელმწიფოებში. არ ვიცი, რატომ ვართ ჩვენ, საქართველო იმაზე მეტად დემოკრატიული, ვიდრე არის საფრანგეთი ან პოლონეთი, ჩეხეთი, ისრაელი ან ამერიკა, ეს ყველაფერი ყოვლად მიუღებელია. მათი მთავარი მიზანია შსს-ს პარალიზება, ისინი ებრძვიან სახელმწიფო ინსტიტუტებს და ვის ინტერესებშია სახელმწიფო ინსტიტუტებთან ბრძოლა, ძალიან კარგად ვიცით", - განაცხადა მთავრობის მეთაურმა და დასძინა, რომ ვიდრე იგი ქვეყნის პრემიერ-მინისტრია არავის მისცემს ექსპერიმენტების ჩატარების უფლებას ქვეყანასა და მოსახლეობაზე. ამ საკითხზე საქართველოს პრემიერ-მინისტრი დღეს ხვდება საპარლამენტო უმრავლესობას. ქვეყნის საკანონმდებლო ორგანოში შეტანილია ორი კანონპროექტი, რომელთაგან პრემიერ-მინისტრი მხარს უჭერს ვარიანტს, რომელიც სატელეფონო მოსმენების ამ ე.წ. გასაღების შინაგან საქმეთა სამინისტროს ხელში არსებობას უჭერს მხარს.

XS
SM
MD
LG