Accessibility links

საქართველოს პრეზდენტმა მსჯავრდებულები შეიწყალა


საქართველოს პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა გიორგობის დღესასწაულისთვის 121 მსჯავრდებული შეიწყალა. როგორც შეწყალების კომისიის თავმჯდომარემ, ზვიად ქორიძემ პრესკონფერენციაზე განაცხადა , აქედან 93 დღესვე დატოვებს საპატიმრო დაწესებულებას. მისივე თქმით, 28 მსჯავრდებულს სასჯელი შეუმსუბუქდება. შეწყალება შეეხო განზრახ მკვლელობის მუხლზე ერთ მსჯავრდებულსაც და მას სასჯელი გაუნახევრდა. ზვიად ქორიძის ინფორმაციით, შეწყალების აქტი ნარკოტიკული სასჯელისთვის მსჯავრდებულებსაც შეეხოთ, თუმც ნივთიერების გასაღების ბრალდებით მსჯავრდებულები შეწყალებულთა შორის არ არიან.

XS
SM
MD
LG