Accessibility links

პოროშენკომ „ზეციური ასეულის“ დაჯილდოების გადაწყვეტილებას მიიღებს


პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ პირობა დადო, რომ უკრაინის ეროვნული გმირის წოდებას მიანიჭებს ერთი წლის წინ ევრომაიდანზე დაღუპულ იმ აქტივისტებს, რომლებსაც ხალხმა „ზეციური ასეული“ უწოდა. პრეზიდენტმა პოროშენკომ გვირგვინებით შეამკო მემორიალური ჯვარი, სადაც მას უკმაყოფილო შეძახილებით შეხვდნენ ადამიანები, რომლებიც მიიჩნევენ, რომ ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ უკრაინული რევოლუციის ყოფილმა ლიდერებმა დაივიწყეს ის ადამიანები, ვინც ქვეყნის ევროპულ არჩევანს შეეწირა. პრეზიდენტმა პოროშენკომ შეკრებილ ხალხს ერთიანობისაკენ მოუწოდა და აღნიშნა, რომ დაუყოვნებლივ მოაწერს ხელს „ზეციური ასეულის“ ყველა წევრისათის უკრაინის ეროვნული გმირის წოდების მინიჭების შესახებ.

XS
SM
MD
LG