Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უკრაინის საპარლამენტო კოალიციამ პრიორიტეტულად გამოაცხადა ნატოში გაწევრიანება


21 ნოემბერს ხუთმა ევროპულმა საპარლამენტო პარტიამ უკრაინის პარლამენტში მოახდინა ინიცირება კოალიციური შეთანხმებისა, რომელშიც სუბიექტები აცხადებენ, რომ ერთობლივად იმოქმედებენ უკრაინის ევროკავშირში და ნატოში ინტეგრაციისათვის, რაც ქვეყნის მთავარ საერთაშორისო პრიორიტეტად ცხადდება. კოალიციურ შეთანხმების ინიციატორები არიან პეტრო პოროშენკოს ბლოკი, სახალხო ფრონტი, სამაპომიჩი, რადიკალური პარტია და ბატკივშჩინა. საპარალამენტო პარტიები თანხმდებიან, რომ დეპუტატებს აღარ ექნებათ ხელშეუხებლობის იმუნიტეტი, აიკრძალება ნაცისტური და საბჭოთა სიმბოლოები, გატარდება საარჩევნო რეფორმა და მოხდება ხელისუფლების დეცენტრალიზაცია. კოალიციური შეთანხმების ინიცირების ცერემონიაზე ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა არსენი იაცენიუკმა განაცხადა, რომ 10 დღეში უკრაინის ახალი მინისტრთა კაბინეტი ჩამოყალიბდება. კოალიციური შეთანხმების დამტკიცება კი ვერხოვნა რადაში 27 ნოემბერს იგეგმება.

XS
SM
MD
LG