Accessibility links

logo-print

ექსტრემისტული „ისლამური სახელმწიფო“ ქალაქ რამადის უტევს


ისლამისტური ორგანიზაცია „ისლამური სახელმწიფოს“ ძალებმა ძლიერი სარაკეტო იერიში განახორციელეს ანბარის პროვინციის ქალაქ რამადის ცენტრზე. ადგილობრივი საბჭოს წევრ ჰატალ ალ ფაჰდავის თქმით, მეჩეთებმა მოუწოდეს ყველას, ვისაც იარაღის ტარება შეუძლია, რომ შეებრძოლონ თავდამსხმელებს. ბაღდადიდან 100 კილომეტრის დაშორებით მდებარე რამადის დიდ ნაწილს აკონტროლებენ „ისლამური სახელმწიფოს“ ექსტრემისტები რომლებიც ჩრდილოეთ და დასავლეთ ერაყის მნიშვნელოვან ტერიტორიას განაგებენ. რამადის მხოლოდ მცირე ნაწილში რჩებიან ერაყის უსაფრთხოების ძალები, რომელსაც მხარს შიიტური სახალხო ლაშქარი და ადგილობრივი სუნიტური ჯგუფები უჭერენ. რამადის დაკარგვა დიდი მარცხი იქნება სამთავრობო ჯარებისათვის, რომლებმაც კვირის დასაწყისში შეძლებს ქვეყნის ყველაზე დიდი ნავთობგადამამუშავებელი ქარხნიდან განედევნათ ექსტრემისტი მებრძოლები.

XS
SM
MD
LG