Accessibility links

logo-print

ვენაში გრძელდება მოლაპარაკებები ირანის ბირთვული პროგრამის გარშემო


აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ჯონ კერი და ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი მოჰამად ჯავად ზარიფი აპირებენ დატოვონ ვენა, სადაც გრძელდება მოლაპარაკებების ირანის ბირთვული პროგრამის გარშემო. აშშ-ის ოფიციალური წყაროების თანახმად, კერი მიემგზავრება პარიზში, სადაც 21 ნოემბერს დაგეგმილია შეხვედრა ევროპელ პარტნიორებთან. ზარიფი კი უკან ირანში ბრუნდება შემდგომი კონსულტაციებისათვის, 24 ნოემბრისათვის დაგეგმილი შეხვედრის წინ. 24 ნოემბრამდე ირანმა და ე.წ. „მსოფლიოს ექვსეულმა“ უნდა მიაღწიონ გრძელვადიან შეთანხმებას. „მსოფლიოს წამყვან ქვეყნებსა და ირანს გრძელი გზა აქვთ გასავლელი წარმატებული შეთანხმების მიღწევამდე, - განაცხადა შეხვედრის წინ ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ფილიპ ჰამონდა.

XS
SM
MD
LG