Accessibility links

logo-print

თამარ ბერუჩაშვილი: რუსეთის წინაღმდეგ სანქციებთან მიერთების აუცილებლობა ჯერ არ დამდგარა


საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი თამარ ბერუჩაშვილი, რომელიც განგრძობს ევროპაში ტურნეს, 21 ნოემბერს ჩეხეთში იმყოფებოდა, სადაც მის კოლეგას ლუბომირ ზაორალეკს შეხვდა. მოგვიანებით თამარ ბერუჩაშვილმა საქართველოს ინტერესების საერთაშორისო არენაზე მკაფიო წარმოჩენისა და მტკიცე მხარდაჭერისთვის ღირსების ორდენით დააჯილდოვა ევროპარლამენტის ყოფილი ვიცე-სპიკერი ლიბორ როუჩეკი. პრაღაში საქართველოს საელჩოს შენობაში გამართულ ამ ცერემონიას რადიო თავისუფლებაც ესწრებოდა, რომელმაც საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს ჰკითხა, თუ რამდენად მყარია საქართველოს ევროპული არჩევანი საქართველოს მთავრობაში მომხდარი მოულოდნელი ცვლილებების ფონზე და რატომ არ შეუერთდა საქართველო ევროკავშირის მიერ რუსეთის მიმართ დაწესებულ ეკონომიკურ სანქციებს. „საქართველოს სიტუაციაში, როცა ჩვენ ძალიან რთული დიალოგი გვაქვს რუსეთთან, რომელთან დიალოგის გზების ძიება ჩვენი ამოცანაა, იმიტომ რომ ეს არის დეესკალაციის ერთ-ერთი გზა, - ამას ეფექტი ნაკლები ექნებოდა, ხოლო შესაძლებლობების დაკარგვის რისკი კი ძალიან დიდი. ჩვენ ამის თაობაზე ვილაპარაკეთ ჩვენ ევროპელ კოლეგებთან და არანაირი მოლოდინი არი იყო, რომ საქართველო ამ ნაბიჯს გადადგამდა“, - აღნიშნა თამარ ბერუჩაშვილმა. თუმცა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დასძინა, რომ მომავალში, თუ რუსეთის მიმართ დაწესებულ ეკონომიკურ სანქციებით მიერთების საკითხი დღის წესრიგში დადგება, მაშინ „ჩვენ ამ საკითხს დამოუკიდებლად, პარტნიორებთან ერთად, იმ ინტერსების გათვალისწინებით გადაწყვეტს, რაც საქართველოს აქვს“- აღნიშნა ბერუჩაშვილმა.

XS
SM
MD
LG