Accessibility links

logo-print

საპარლამენტო უმრავლესობა მხარს უჭერს მოსმენების თაობაზე მთავრობის ინიციატივას


საპარლამენტო უმრავლესობის მიერ გადაწყვეტილება მიღებულია და ჩვენ მხარს ბესელია-სესიაშვილი-ფოფხაძის კანონპროექტს დავუჭერთ , - ამის შესახებ "ქართული ოცნების" ცენტრალურ ოფისში გუშინ საღამოს გამართული შეხვედრის შემდეგ უმრავლესობის ლიდერმა დავით საგანელიძემ განაცხადა. პროექტის თანახმად, შემოდის ე.წ. ორგასაღებიანი სისტემა, რომლიდანაც ერთი გასაღები პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორს, მეორე კი, შინაგან საქმეთა სამინისტროს აქვს. „რესპუბლიკური“ პარტია კი მხარს უჭერს იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარის ვახტანგ ხმალაძის მიერ მომზადებულ კანონპროექტს, რომლის თანახმად, ფარული მოსმენების "გასაღები" კომუნიკაციების მარეგულირებელი კომისიის ხელში გადადის. მარეგულირებელ კომისიაში აცხადებენ, რომ მათ არ ევალებათ ასეთი ფუნქციის განხორციელება.

XS
SM
MD
LG