Accessibility links

კიევის ინფორმაციით რუსეთს უკრაინაში 7500 ჯარისკაცი ჰყავს შეყვანილი


უკრაინის თავდაცვის მინისტრის ინფორმაციით რუსეთს დაახლოებით 7500 ჯარისკაცი ჰყავს შეყვანილი სამხრეთ-აღმოსავლეთ უკრაინაში, სადაც პრორუსულად განწყობილი სეპარატისტები განაგრძობენ ბრძოლას სამთავრობო ჯარების წინააღმდეგ. „ამ რაოდენობის სამხედრო ძალი ყოფნა სიტუაციის დესტაბილიზაციას ახდენს უკრაინაში და ხელს გვიშლის ვითარების მოწესრიგებაში, - განაცხადა უკრაინის თავდაცვის მინისტრმა სტეფან პოლტორაკმა, რომელიც თავის მხრივ აცხადებს, რომ უკრაინა უახლოეს ხანებში გეგმავს შეიარაღებული ძალების გაძლიერებას ახალი შეიარაღებითა და ტექნიკით.

XS
SM
MD
LG